ბათუმში ღამით რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

31 დეკემბერი 2019, 11:07 1651 ნახვა

ახალი წლის ღამეს ბათუმში რამდენიმე მუნიციპალური ავტობუსი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. ნომერი 1, 1-ა, 11 და 3 ავტობუსები ქალაქში 22:00 საათიდან ღამის 2-ის ნახევრამდე იმოძრავებს.

საახალწლო აქტივობები ბათუმში დღეს 12 საათიდან დაიწყება და დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. მთავარი ღონისძიება 23 საათზე დაიწყება.

ბათუმელების წინაშე სოლო შემსრულებლებთან ერთად ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგება. ორგანიზატორების თქმით, გალა კონცერტი საკმაოდ მასშტაბური იქნება და თითქმის ყველა ქართველი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას.

საახალწლო აქტივობები 7 იანვრამდე გაგრძელდება. მთავარი ნაძვის ხე წელს პირველად ბულვარის ტერიტორიაზე დაიდგა. მიმდებარედ განთავსებულია საახალწლო ბაზრობა და სხვადასხვა გასართობი სივრცე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში