ჩაქვისთავში ავტომობილი ხრამში გადავარდა, დაღუპულია ხუთი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები - განახლება

25 დეკემბერი 2019, 16:36 37216 ნახვა

ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა ხრამში 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და არიან დაღუპულებიც. ინფორმაციას ადასტურებს სამაშველო სამსახურიც.

მაშველებმა 5 გარდაცვლილი მოქალაქე ავტომობილიდან უკვე ამოიყვანეს, ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან, ხუთივე მათგანი მამრობითი სქესისაა. გარდაცვლილები პროზექტურაში გადაიყვანეს. 

დაღუპულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც. 

სამხარაულის ბიუროსთან, სადაც გარდაცვლილები გადაიყვანეს, აჭარის განათლებისა  და ჯანდაცვის მინისტრები იმყოფებოდნენ. ბიუროსთან მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები არ იმყოფებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში