''ლუკა სისტემის მსხვერპლია“ - აქცია ევროპის მოედანზე

18 დეკემბერი 2019, 20:30 441 ნახვა

სოლიდარობის და საპროტესტო აქციები გაიმართა დღეს ბათუმშიც. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”,“სისტემა კლავს” – ამ შინაარსის საპროტესტო პლაკატები ჰქონდათ მოქალაქეებს.

უნივერსიტეტიდან აქციის მონაწილეები სამმართველოსკენ დაიძრნენ მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობით, სადაც სიმბოლურად მერხი მიიტანეს. აქცია იმართება ამ წუთებშიც ევროპის მოედანზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში