ბათუმში 800 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 

16 დეკემბერი 2019, 14:26 1356 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობის დროს გაზის მილი დაზიანდა, რის გამოც ბუნებრივი აირი დაახლოებით 800 აბონენტს არ მიეწოდება. ''სოკარ ჯორჯია გაზის'' ინფორმაციით, ოპერატიული ჯგუფი შემთხვევის ადგილზეა და უახლოეს პერიოდში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

გაზის მიწოდება შეუწყდა გორგილაძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიაში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქეები უყვებიან, რომ ძლიერი, აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს. შეტხვევის ადგილზე პოლიციაც მივიდა. 

გორგილაძის ქუჩაზე კომპანია მრავალსართულიან კორპუსს აშენებს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში