"გზა მშვიდობისა"- ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები პლაკატებით გააცილეს

14 დეკემბერი 2019, 08:56 3156 ნახვა

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები გავიდა. მოქალაქეების ჩასხდომა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა: ქართული ოცნების ოფისთან, მერიასთან ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის პირველ სკოლასთან, გმირთა ხეივანში და ჭავჭავაძის ქუჩაზე. მოქალაქეების განცხადებით ისინი საქართველოს ევროპის თავმჯდომარე ქვეყნისადმი გამართულ ღონისძიებაზე მიდიან. კატეგორიულად უარყოფენ თბილისში წასვლის სანაცვლოდ თანხების აღებას. მიკროავტობუსებთან არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ჯგუფი მივიდა პლაკატებით: "გზა მშვიდობისა" , "მშვიდობით დაგვიბრუნდით". 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში