მასაჟის 12 სალონის საქმეზე არავინ დაუკავებიათ - შსს

10 დეკემბერი 2019, 11:39 2273 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროსტიტუციისთვის ფართის უკანონოდ გადაცემის საქმეზე არავინ დაუკავებიათ. უწყებაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. 

პოლიცია გუშინ, 9 დეკემბერს,  გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე 12 ობიექტში ერთდროულად შევიდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში