ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი

05 დეკემბერი 2019, 20:02 1582 ნახვა

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.  

დაკავებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში არ იყო, ამიტომ რაიმე სასჯელს ან ზომებს საპატრიარქო და ეპარქია ვერ მიიღებს, – ამის შესახებ მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ   განაცხადა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში