თმენის ვალდებულება და საჯარო მოხელეები აქციებზე - ფიზიკური დაპირისპირება აჭარაში

05 დეკემბერი 2019, 20:05 2281 ნახვა

შუახევში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, მერის მოადგილე, დღეს, მედიასთან არ გამოჩენილა. რუსუდან შავაძე, რომელიც 4 დეკემბერს ოპოზიციის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში უშუალოდ მონაწილეობდა და საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, მომხდარზე განმარტებებს არ აკეთებს. მის სამსახურიდან გაშვებას არ აპირებს შუახევის მერი.

გარდა რუსუდან შავაძისა ინციდენტში მონაწილეობდნენ სხვა საჯარო მოხელეებიც, რაც ოპოზიციის შეფასებით მმართველი გუნდისთვის ერთგულების დამტკიცების მიზნით ხდება.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ხელისუფლებამ კი, საკუთარი მხარდამჭერების წახალისებისგან თავი უნდა შეიკავოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში