ცოლის ცემის და გაუპატიურების გამო, კაცი ციხეში 7 წელს გაატარებს 

05 დეკემბერი 2019, 16:49 2579 ნახვა

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს ცოლზე ფიზიკური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტი დაუდასტურდა, რის გამოც, მოსამართლის გადაწყვეტილებით, იგი ციხეში 7 წელს გაატარებს. 

პროკურატურის მტკიცებით, ი.ჩ. 2019 წლის 25 თებერვალს ცოლს ხელი სახეში გაარტყა, რის შედეგადაც ქალს ტუჩი ჰქონდა დაზიანებული, 26 თებერვალს ღამით კი, ავტომობილით თბილისის ზღვასთან მიიყვანა და გააუპატიურა. 
მამაკაცი პოლიციამ რამდენიმე დღეში, სასამართლოს განჩინებით საფუძველზე დააკავა.  მას ოჯახის წევრის გაუპატიურება და ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა დაუმტკიცდა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში