"არ მაქვს პასუხი, რას უკავშირდება ახლა ეს ინიციატივა" - სახალხო დამცველი მაჟორიტარების საარჩევნო სისტემაზე

05 დეკემბერი 2019, 16:35 766 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ახალი საარჩევნო სისტემის ინიცირებაზე დასმულ შეკითვას პასუხობს. საალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ე.წ. ამერიკული მოდელი, რომელიც მხოლოდ მაჟორიტარებით გულისხმობს პარლამენტის დაკომპლექტებას, არასდოდეს ყოფილა აქტუალური და საზოგადოების მხრიდან დაკვეთლი.

"სრულიად მოსალოდნელი და კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი ეს მოთხოვნა, არასოდეს არც საზოგადოების ან პოლიტიკური პარტიების მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ პარლამენტი მხოლოდ მაჟორიტარების დაკომპლექტდეს. მე არ მაქვს პასუხი რას უკავშირდება ახლა ეს ინიციატივა, რომელიც ყველა მხარის მხრიდან იქნა ნეგატიურად შეფასებული. იმედს ვიტოვებ, რომ  საერთოდ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დადგება ეს საკითხი" - აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. 

დღეს, საქართველოს პარლამენტში, "ამბოხებულმა მაჟორიტარებმა" ახალი  საარჩევნო ინიციატივა - ამერიკული მოდელი დაარეგისტრირეს.  ამერიკული მოდელი, სრულად მაჟორიტარული სისტემით გულისხმობს პარლამენტის დაკომპლექტებას, სადაც პროპორციული სიით არ აირჩევიან დეპუტატები. ​მაჟორიტარები 4 თვის განამავლობაში, 200 000 ხელმოწერის შეგროვებასაც გეგმავენ. 

"ქართული ოცნების" მაჟორიტარის, დიმიტრი ხუნდაძის რეგისტრირებული კანონპროექტი, მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა. გუშინ, 4 დეკემბერს, პარლამენტის ვიცესპიკერის - მამუკა მდინარაძის სამუშაო კაბინეტში დაპირისპირებისა საღამოს მოხდა. ამის მიუხედავად,ინიციატივა  მაინც დარეგისტრირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში