ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 

05 დეკემბერი 2019, 11:10 1318 ნახვა

ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ქონას ედავება. ინფორმაციას ტელეკომპანია ''იმედი'' ავრცელებს.

შინაგან საქმეთ ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში