ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით საექსპორტო დოკუმენტაციის დამზადების ტარიფი განახევრდა

04 დეკემბერი 2019, 16:28 1687 ნახვა

ციტრუსოვანთა ნაყოფის ექსპორტის სეზონთან დაკავშირებით საექსპორტო დოკუმენტაციის დამზადების ტარიფი განახევრდა. გადაწყვეტილება აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციისა და პალატის საბჭომ მიიღო. ახალი რეგულაციის მიხედვით, არსებული 100 ლარის ნაცვლად ექსპორტიორებს 50 ლარის გადახდა მოუწევს. კერძოდ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი 20, ექსპერტიზის აქტი საქონლის წარმოშობის შესახებ 30 ლარია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ექსპორტიორებისთვის დოკუმენტაციის დამზადების ტარიფი განახევრდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში