ბათუმი, ამინდი - ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა და ქარი

03 დეკემბერი 2019, 09:38 928 ნახვა

ხვალ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს, მთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.

შუადღიდან ამინდი აჭარაშიც შეიცვლება, სანაპირო კურორტებზე მოსალოდნელია წვიმა და დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა +8, +10 გრადუსი იქნება. აჭარის მთიან რაიონებში (შუახევი, ხულო, გოდერძი)  დღის ბოლოს გათოვდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

საქართველოში  ცივი და წვიმიანი ამინდი 5 დეკემბერსაც შენარჩუნდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი