ქმნიან სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიას - შოთა დიღმელაშვილი

02 დეკემბერი 2019, 22:14 247 ნახვა

''ბიძინა ივანიშვილი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს მოქალაქეები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან'' - უთხრა ჟურნალისტებს #სირცხვილიას ერთ-ერთმა აქტივისტმა. შოთა დიღმელაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები მათ აქციაზე მივიდნენ და რამდენჯერმე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მისი თქმით,  პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოება ერთიანია, მოქალაქეებს კი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება.

დიღმელაშვილი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს აგრესიული პარტიის წევრები დაესხნენ თავს, პოლიცია ცდილობდა მათ დაცვას, მაგრამ კანონს ბოლომდე ვერც ისინი იცავდნენ. ღიღმელაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ''სამართალდამცველებს უკანონო ბრძანება ჰქონდათ, არ შეეჩერებინათ აგრესიული ოცნების აქტივისტები“. იგი ამტკიცებს, რომ პოლიციელებსაც მოხვდათ ხელი, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

#სირცხვილიას ინფორმაციით, აქციაზე მათი 6 წევრი დაშავდა, ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ამოწმებს.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან კონტრაქციები დასრულდა. დემონსტრანტებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საღამოს შეიკრიბნენ. მოგვიანებით ადგილზე ''ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ფრთის წევრებიც მივიდნენ. 

აქტივისიტები ამბობდნენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ მონაწილეს თვალში მოხვდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი