''ევრონიუსი“ - რატომ სურს ათასობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“

01 დეკემბერი 2019, 12:30 1679 ნახვა

„რატომ სურს ათასობით ქართველს ვადამდელი არჩევნები?“ - ამ სათაურით, „ევრონიუსი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „საარჩევნო სისტემის რეფორმის მოთხოვნამ ათასობით ქართველი ქუჩაში გამოიყვანა.

დემონსტრანტები ბლოკავენ პარლამენტის შენობას. აქტივისტები საარჩევნო სისტემის რეფორმას ითხოვენ, რაც მაჟორიტარულიდან პროპორციულ წესზე გადასვლას ითვალისწინებს,“ევრონიუსი“ ასევე აღწერს, თუ რას გულისხმობს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევო წესები და აღნიშნულია, რომ „მაჟრიტარულ საარჩევნო ოლქზე დაფუძნებულ სისტემას სარგებელი მოაქვს მოქმედი პარტიებისთვის, ახალ პოლიტიკურ ძალებს კი მანდატების მიღების შესაძლებლობას ურთულებს.

“ გამოცემა პრემიერ-მინისტრის სიტყვების ციტირებას ახდენს, სადაც გიორგი გახარია აცხადებს, რომ ”გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში სრულად არის დაცული კანონით, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუციების უკანონო დაბლოკვის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.“სტატიაში გერმანელი ანალიტიკოსისა და მკვლევარის დიონის ჩენუსას კომენტარიც არის წარმოდგენილი, რომელიც აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, აღნიშნული ზომების მიღებით ხელისუფლებამ დემონსტრაციების შეჩერება შეძლოს, ვინაიდან ოპოზიციას „ძალიან ცოტა რამ აქვს დასაკარგი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში