დაკავებული მერიის მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი

29 ნოემბერი 2019, 20:02 1884 ნახვა

რამდენიმე კვირაში ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა დასრულდება - მოწმეების მოსმენის და საბოლოო სიტყვის შემდეგ, მოსამართლე დავით მამისეიშვილი გიორგი ერმაკოვს და სხვა ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმინეს.

 

ერთ-ერთი იყო ის ვინც ერმაკოვთან შეხვედრას ესწრებოდა.  “თუ არ მეგობრობდით ერმაკოვთან და “იაფი სახლის” პროექტთანაც  შეხება არ გქონიათ, მაშინ რატომ შეხვდით ერმაკოვს?” ჰკითხა მოწმეს პროკურორმა.

 

ირაკლი ხარაძის თქმით იგი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე შემთხვევით გაჰყვა. სხვათაშორის სწორედ ირაკლი ხარაძის რჩევებს უკავშირებს  პროკურატურის მოწმე, ასევე „კონვენტ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ ჩიქოვანი სადავო ტენდერში „კონვენტ ჯორჯიას“ გამარჯვებას -ამას კი ხარაძე არასწორს უწოდებს. შეგახსენებთ მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავებიან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში