სამშენებლო რეგულაციები 3 დეკემბერს ამოქმედდება

29 ნოემბერი 2019, 20:15 2623 ნახვა

ერთხელ უკვე გადავადებული სამშენებლო რეგულაციები ძალაში 3 დეკემბრიდან შედის. კოდექსის გარდამავალ დებულებებში შესული ცვლილების მიხედვით, ცალკეული მიწის მფლობელები მხოლოდ საკუთარი ნების მიხედვით მშენებლობების სიმაღლეში გაზრდას ვეღარ შეძლებენ.

ანუ მარტივად რომ ვთქვათ - ერთ კვარტალში არსებული მომიჯნავე ტერიტორიების მფლობელებს მოუწევთ შეთანხმდნენ, ან ორივე ააგებს თანაბარი, მაგრამ კვარტლის სივრცისთვის შესაბამისი სიმაღლის შენობას, ან თუ ერთი ააშენებს უფრო მაღალს, მეორეს, მესამეს ან მეოთხეს ამის უფლება აღარ ექნება.

მოკლედ, საჭირო ხდება კვლევების ჩატარება და იმის დადგენა - რამდენი უნდა იყოს 4 ქუჩას შორის მოქცეული შენობების მოცულობა. სავარაუდოდ ამ ცვლილებისთვის თავის არიდების მიზნით, მენაშენეები ბოლო თვეში აქტიურად მიმართავენ მერიას.

მერიის გარდა გაცილებით მეტი განაცხადის განხილვა უხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში