მაქვს ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აღარ ექნება-გია აბულაძე

23 ნოემბერი 2019, 22:10 2968 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია აბულაძემ აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აჭარაში" თქვა, რომ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ აჭარის ტელევიზია 2020 არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი სტატუსით აღარ იარსებებს.

"რამდენიმე ფაქტი რაც მითხრეს გამართლდა და ერთ-ერთი არის, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი დამოუკიდებელი სტატუსით როგორიც არის ახლა აჭარის ტელევიზია აღარ იარსებებს"-განაცხადა გია აბულაძემ.

წამყვანის შეკითხვაზე: რას გულისხმობთ? რომელ არჩევნებზე?

გია აბულაძემ უპასუხა: მომდევნო არჩევნებზე.

ირინა ყურუა:აღარ ექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი?

გია აბულაძე: დიახ...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ბათუმში სტუდიებისთვის ნაყიდი შენობა, სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო გაყიდა.

"ჩვენ რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს არის ასეთი ინფორმაცია. პირველმა არხმა შეიძინა ოფისი ხომ? მერე ეს შენობა გაიყიდა. შენობა რეალურად გაიყიდა იმიტომ, რომ, რახან ეს იდეა იყო ახალი ოფისი აღარ იქნება საჭირო. და მეორე ქართული ოცნების კანდიდატი როგორ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, როცა ის მანამდე ბორდში იყო არჩეული და იქაც "ქართული ოცნების კვოტით". მე მინდა გითხრათ, რომ, ის არის არჩეული რომელიც ცენტრალური არხის ბორდში იყო. ე.წ წარმომადგენელი მოიყვანეს და დასვეს, რომელმაც ეს პროცესი ასე უნდა წაიყვანოს. მე არ ვიცოდი რომ ეს იდეა ბიძინას ადრეც ჰქონდა როგორც ეს ბატონმა მურმანმა თქვა, მაგრამ ეს არის ხელისუფლების გეგმა. ამას ვერ გეტყვით როგორ მივიღეთ ეს ინფორმაციები, მაგრამ მოვლენები აქეთ მიგვითითებს. პროცესები მიგვითითებს აქეთკენ. როცა ამბობს კოხრეიძე რომ აჭარის ტელევიზიის ბედი აღელვებს, მაშინ სად იყო როცა ბიძინა ივანიშვილი თავს დაესხა ჟურნალისტს.ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ის რომ ტელევიზიას შენობა არ აქვს. პირველი არხის და აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს განსხვავებული ხელფასი აქვს, სად ამოიღო ხმა ამ ყველაფერზე?"-განაცხადა გია აბულაძემ.

წამყავნის კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას ეს ინფორმაცია, "ქართული ოცნების" დეპუტატი ილია ვერძაძე ამბობს, რომ ეს არის აბსურდი.

"ერთი დღეც არ არის რაც არჩეულია დირექტორი და რა აჟიოტაჟია შექმნილი.ბიძინა ივანიშვილი თუ დიქტატორია, ეს ლოგიკა საიდან მოდის. რატომ ელოდება 2020-ის არჩევნებს. უცერემონიოდ შეურაცხყოფას აყენებთ ბორდის წევრებს. ერთ დღეში არ ეგების ასეთი საუბრები ამას. რა ვიცით ხვალ რა იქნება და გარწმუნებთ და არანაირი წინაპირობა რა აჟიოტაჟიც მოჰყვება ამ ყველაფერს არ არსებობს"-განაცხადა ილია ვერძაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი