ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ მერიაში მუხრან ვახტანგაძემ და სპორტსმენებმა სცემეს

22 ნოემბერი 2019, 13:26 3645 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის მერიასთან, სადაც სპორტსმენები და პოლიციელები დილიდან შეიკრიბნენ. ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. ადგილზე ჯელალ ქიქავა მივიდა. მისი თქმით, საკრებულოში შეხვედრა ჰქონდა, ფოიეში შესულს კი ''ქართული ოცნების'' დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე თავს დაესხა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ჯელალ ქიქავა ამბობს, რომ მას ფიზიკურად სპორტსმენებიც გაუსწორდნენ.  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირწმუნება, რომ მას თავს ისევ  ის სპორტსმენები დაესხნენ, რომლებიც მუხრან ვახტანგაძის დავალებით, წარსულში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

პოლიციამ ჯელალ ქიქავა პოლიციის სამმართველოში გადაიყვანა, თუმცა ის ჩვენების მიცემაზე, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს. მისი განმარტებით, ეს სპორტსმენები არც წარსულში დაუსჯიათ, ამიტომ ჩვენების მიცემის აზრს ვერ ხედავს. 

სპორტსმენები არ მალავენ, რომ ბათუმის მერიასთან გუშინ დაანონსებული აქციების გამო მივიდნენ. ამბობენ, რომ არეულობის და დესტრუქციის უფლებას არავის მისცემენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ჯელალ ქიქავა სამმართველოში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსრკ 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უცნობია გამოიკითხა ან იგეგმება თუ არა ინცინდენტში მონაწილე სხვა პირების გამოითხვა, უწყებაში გამოძიების ინტერესებიდან  გამომდინარე  აღნიშნულზე არ საუბრობენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი