მუხრან ვახტანგაძე ჯელალ ქიქავას ბრალდებებს მიზანმიმართულს უწოდებს

05 მაისი 2018, 00:00 2188 ნახვა

საქართველოს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე ჯელალ ქიქავას ბრალდებებს პასუხობს, აცხადებს, რომ ბრალდებები აბსურდულია და მისი ქმედებები მართულია.ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა დღევანდელ ბრიფინგზე ჯელალ ქიქავას და მურმან დუმბაძეს არშემდგარი პოლიტიკოსები უწოდა.

მუხრან ვახტანგაძესთან ერთად ბრიფინგზე სპორტსმენები იმყოფებოდნენ. ისინი ითხოვენ, რომ სპორტი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ. შეგახსენებთ ჯელალ ქიქავა, მსოფლიო ჩემპიონს მისი ცემის ორგანიზებაში ადანაშაულებს, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. დღეს ქიქავამ ვახტანგაძის ბრალდებებს არ უპასუხა და მას სასამართლოში ჩივილი ურჩია.

მურმან დუმბაძე მუხრან ვახტანგაძის განცხადებას არ პასუხობს. ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი