''თორნიკე რიჟვაძე დრო იხელთა და მთავარი შესასვლელიდან შევიდა'' - აქციის მონაწილე

19 ნოემბერი 2019, 16:03 577 ნახვა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილე სკანდირეს - ''გამოდი''. ისინი თორნიკე რიჟვაძეს განმარტებებს სთხოვენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ამბობენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე რიჟვაძის მოსაზრება აინტერესებთ.

მათივე თქმით, ​ ''მთავრობის თავმჯდომარემ დრო იხელთა და მთავარი შესასვლელიდან შევიდა, აქამდე კი სათადარიგო შესასვლელით სარგებლობდა''. 

''თორნიკე რიჟვაძეს რამდენიმე დღის წინ ვუთხარით, რომ გამოსულიყო და გაეცა ჩვენთვის პასუხი, თუმცა ამ დღეების განმავლობაში იგი სარგებლობდა უკანა შესასვლელით, ჩვენთან არ შემოდიოდა. დღეს როგორც იცით დაკავებულების სასამართლო პროცესია, პროცესზე ყოფნის დროს კი იხელთა დრო, კარავში მხოლოდ 2 ადამიანი იყო და წინა შესასვლელით შევიდა. ჩვენ მივმართავთ მას, რომ გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს. ის ივანიშვილის გადაწყვეტილებას ემხრობა თუ არა? ეშინიათ პროპორციული არჩევნების, რადგან ჩაუვარდებათ თუ უბრალოდ ივანიშვილს ვერ ეუბნებიან უარს. არცერთ უწყებაში, არავის საშუალებას არ მივცემთ, რომ მილიონები მოიპარონ. ჩვენ მათ შევუქმნით დისკომფორტს, ყოველდღე ვიქნებით აქ'' - განაცხადა ''ალტერნატივის'' წევრმა ხათუნა ბერიძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე კარავია გაშლილი და მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განმარტებები გუშინ გააკეთა. თქვა, რომ მის 2 წლის შვილს ბაღში უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას აჭარაში. მოკლედ ისაუბრა პროორციულ სისტემაზეც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი