''ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

16 ნოემბერი 2019, 18:20 881 ნახვა

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, პარტიის გადაწყვეტილება მანამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისთვის.

მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომებს არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას და არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებისას დაესწრებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში