პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრაზე პროექტს 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი ჰყავდა. კანონპროექტის მისაღებად კი 113 ხმა იყო საჭირო.
აჭარის 8 დეპუტატიდან, დღეს სხდომაზე 7 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან ორი მაჟორიტარი დეპუტატი - მუხრან ვახტანგაძე და ანზორ ბოლქვაძე, პროექტის მომხრეებიარ აღმოჩნდნენ. კანონპროექტი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, სადაც მაჟორიტარების ინსტიტუტი უქმდება.
ანზორ ბოლქვაძემ, ისევე როგორც მუხრან ვახტანგაძემ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს. რაც შეეხება სხვა დეპუტატებს:
ფატი ხალვაში - სხდომას ესწრებოდა და მომხრე იყო.
არჩილ ხაბაძე - სხდომას ესწრებოდა და მომხრე იყო.
ილია ნაკაშიძე - სხდომას ესწრებოდა და მომხრე იყო.
ნუკრი ბეჟანიძე - სხდომას ესწრებოდა და მომხრე იყო.
კობა ნაკაიძე - სხდომას ესწრებოდა და მომხრე იყო.
სვეტლანა კუდბა - არ ესწრებოდა სხდომას
საქართველოს პარლამენტმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მოსმენაზე პროექტი ვეღარ გავა.
ხმები ასე გადანაწილდა მომხრე -101
წინააღმდეგი - 3
პროექტის გასვლას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა, პროექტს ხმა არ მისცა.
საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე უნდა გადავიდეს, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაში 2018 წელს შევიდა.
20 ივნისს, "სირცხვილიას" აქციების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა დემოსტრანტების მოთხოვნა დააკმაყოფილა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს დაანონსა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0% ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.
ის ხმები, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მანდატის მისაღებად არ ეყოფა, გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.
აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.