ვერ შევთანხმდით, ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა - ''ქართული ოცნების'' წევრი

14 ნოემბერი 2019, 12:22 175 ნახვა

უმრავლესობა გამოუვალ მდგომარეობაში ეძებს გამოსავალს, ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. დეპუტატმა თქვა, რომ ''ქართული ოცნება'' საერთო პოზიციაზე ვერ შეთანხმდა. 

პარტიის ოფისში კონსულტაციები, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მმართველის გუნდის წევრები ამბობენ, რომ მაჟორიტარების გადარწმუნება პარტიის თავმჯდომარემ ვერ მოახერხა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პარლამენტში კენჭისყრა დრეს უნდა ჩატარდეს. 

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით  საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს, რაც მაჟორიტარების სისტემის გაუქმებას გულისხმობს. რაც შეეხება პარლამენტის დაკომპლექტებას, 0% ბარიერის პირობებში, პოლიტიკური პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

ის ხმები, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას მანდატის მისაღებად არ ეყოფა, გადანაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ პარტიებზე.  აღნიშნული კონსტიტუციური კანონპროექტი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი