პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12 ნოემბერი 2019, 14:06 1239 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე კი კანონმდებლებს შორის სიტყვიერი კამათი იყო.

იჩხუბეს გედევან ფოფხაძემ და დაჩი ბერაიამ, ასევე დაპირისპირება იყო კობა ლურსმანაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის. პარლამენტში ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.

კამათი ეკლესიაში არსებული ვითარებას მოჰყვა. პოლიტიკური ოპონენტები საპირისპირო ბანაკებში ეძებდნენ ეკლესიაზე შტურმის ავტორებს. 

''ნაციონალურ მოძრაობას ხელში, რომ გქონდეთ უროები და მაკრატლები, ეკლესიების ნგრევასა და სასულიერო პირების გაკრეჭვას დაიწყებდით. თუმცა დღეს მათ აქვთ სხვა იარაღი. დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ბებრბიჭაშვილები'' - ეს ფრაზა ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. ​პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ამ განცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და შეძახილები მოჰყვა. 

''ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი არის ერთი და იგივე და თქვენ ამ პარლამენტში ხართ ''ბიძინა ივანიშვილის გოშიები''. სწორედ ის ცდილობს ეკლესიის დასუსტებას'' - ეს განცხადება უკვე სალომე სამადაშვილმა გააკეთა. 

''თუ ჩემთან ხარ, რაიმე გინდა გამოდი გარეთ'' - დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას მიმართა, მას შემდეგ რაც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა. ბერიამ მას უთხრა, რომ იდეოლოგიით ნაციონალური მოძრაობის მხარესაა. ფოფხაძემ ბერაისთან სცადა მისვლა, მაგრამ ვერ მოახერხა.

''გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს''

დიმიტრი ხუნდაძემ ''ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს უთხრა: ''რა ჯიშის ხართ, რა ჯილაგის, რა რწმენის, გინდათ ყველაფერზე გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს...

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში