დაუყოვნებლივ დააკავონ პირები, რომლებიც აქციაზე ანა სუბელიანს თავს დაესხნენ - თბილისი პრაიდი

08 ნოემბერი 2019, 20:18 3822 ნახვა

კინოთეატრ ''ამირანთან'' ანა სუბელიანი დაშავდა, რომელიც ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

''მოვითხოვთ დაუყონებლივ დააკავონ თავდამსხმელები !!!'' - დაწერეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა. 

სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა თავად ანა სუბელიანმაც. 

''სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ''ამირანის'' მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთად არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ, პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი'' - დაწერა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ანა სუბელიანს დაზიანებები თავის არეში ჰქონდა. მას სავარაუდოდ ქვა ესროლეს. კადრებში ჩანდა, რომ დაშავებული ქალი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. 

კინოთეატრ ''ამირანთან'' დაპირისპირება რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ტერიტორიაზე ის ადამიანები მივიდნენ, რომლებიც ''და ჩვენ ვიცეკვეთ'' ფილმის ჩვენებას აპროტესტებდნენ. ამბობდნენ, რომ ისინი შენობაში შევიდოდნენ და პრემიერას ჩაშლიდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში