კინოთეატრების წინ პოლიციელები უკვე იკრიბებიან

08 ნოემბერი 2019, 13:17 1341 ნახვა

"და ჩვენ ვიცეკვეთ'' ფილმის პრემიერა თბილისაა და ბათუმში დღეს იგეგმება. კინოჩვენება 19:30 დაიწყება. 

სამართალდამცველებმა კინოთეატრების წინ შეკრება უკვე დაიწყეს.

კინოთეატრებში ამბობენ, რომ დაამონტაჟეს სპეციალური დეტექტორები და გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებს დაცვის პოლიციაც. 

ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც ითანამშრომლებს. 

კინოთეატრებში ამ დროისთვის კინოლოგები მუშაობენ და დარბაზის უსაფრთხოებას ამოწმებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში