ბათუმში ოთხ ქუჩაზე ღამით წყალი გაითიშება

07 ნოემბერი 2019, 17:40 1354 ნახვა

8 ნოემბერს ღამის 12 საათიდან დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ინასარიძის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს. შეზღუდვის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

''წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი შესაძლოა მცირედით ამღვრეული იყოს, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით ''-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში