მუშის გარდაცვალების საქმეზე კომპანიის დირექტორს კითხავენ

07 ნოემბერი 2019, 17:28 946 ნახვა

პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზეა კომპანიის დირექტორი, რომელიც ბესიკისა და 26 მაისი ქუჩების კვეთაში კორპუსს აშენებს. ის სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობს. ადგილზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფიც იმყოფება. 

აღნიშნულ მონაკვეთში კომპანია ''გიგეროს'' რამდენიმე კორპუსი აქვს აშენებული. მათი ნაწილი მერიას ექსპლუატაციაში ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც ის სახლი, სადაც დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. 

ცოტა ხნის წინ, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მუშა გადმოვარდა. ის ფასადის სამღებრო სამუშაოებს აწარმოებდა. სავარაუდოდ, ბაგირი გაწყდა და გარე ლიფტი ჩამოვარდა. 

სასწრაფო დახმარების ექიმებს მუშა გარდაცვლილი დახვდათ. 

პროფესიული კავშირების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წელს მშენებლობებზე 109 ადამიანი დაშავდა,  36 კი დაიღუპა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში