''მინდა გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, აშშ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას - კონგრესმენი

06 ნოემბერი 2019, 15:16 1117 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიები, კიბერუსაფრთხოება, ეკლესიის ირგვლივ განვითარებული პროცესები და ნატოში ინტეგრაციის პროცესი- განცხადებები ამ მიმართულებით დღეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთდა არაერთი მაღალჩინოსნის,    მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. ამერიკელი ხალხის სახელით ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი გზავნილები ამერიკელმა სენატორმა ჩამოიტანა.

ადამ კიზინგერი ამბობს, რომ საქართველო არის აშშ-ის ძლიერი მოკავშირე და მისი ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ევროპის უსაფრთხოებისა და აშშ-ის ინტერესებისთვის. სენატორმა საქართველოდან რუსეთის პრეზიდენტს  კარგად დაფიქრებისკენ მოუწოდა , ვიდრე საქართველოს საქმეებში ჩაერევა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში