''მინდა გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, აშშ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას - კონგრესმენი

06 ნოემბერი 2019, 10:36 940 ნახვა

''ჩვენ ბევრ საერთო გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება'', – აცხადებს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი, რომელიც ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.

ამბობს, რომ ხედავს თუ როგორ აგრძელებს რუსეთი ოკუპაციას. კონგრესმენის თქმით, მთავარ გამოწვევას წარმოადგენს დეზინფორმაცია და კიბერშეტევები საქართველოსა და აშშ-შიც. აღიარებენ მტკიცე მეგობრობას.

''მინდა, გითხრათ ამერიკელი ხალხის სახელით, რომელსაც მე წარმოვადგენ, რომ აშშ ადასტურებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას და ჩვენს პარტნიორობას“, – განაცხადა ადამ კიზინგერმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში