ბათუმში 4 ქუჩაზე წყალი დღეს 18:00 საათამდე არ იქნება - სამუშაოების ვერ დასრულდა

06 ნოემბერი 2019, 10:38 1183 ნახვა

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა და ინასარიძის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს, წყლის მიწოდება დღეს, 18:00 საათზე აღუდგებათ.  წყალმომარაგებაში შეზღუდვები დილით 8 საათზე უნდა მოხსნილიყო.

კომპანიაში განმარტავენ, რომ რთული მონაკვეთების გამო, სამუშაოები დაგეგმილ ვადაში ვერ დასრულდა.

''ბათუმის წყალი“ ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით'' - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში