საქართველოს პარლამენტის წევრი სოფიო კილაძე ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
“მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის უფლებადამცველი, მათ შორის პარლამენტის წევრი, შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა, იმავდროულად, ასე ვთქვათ მე ვუფრთხილდები ჩემი გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩემს არასრულწლოვან შვილს და მის საუკეთესო ინტერესს. აქედან გამომდინარე მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწყვდით”, – ამბობს დეპუტატი.