ბათუმში იმ პირებს დააჯარიმებენ, რომლებიც პროდუქტებს ავტომობილებიდან ყიდიან 

05 ნოემბერი 2019, 17:40 2092 ნახვა

ბათუმის ავტოტრანსპორტი იმ პირებს აფრთხილებს, რომელებიც პროდუქციას ავტომანქანებიდან ყიდიან. უწყების ინფორმაციით, გარევაჭრობა საპარკინკე ზოლებში გაჩერებული მანქანებიდან ხდება და განმეორების შემთხვევაში გარემოვაჭრეები დაჯარიმდებიან.

მერიაში ამბობენ, რომ ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით გოგოლის პირველ ნომერში, ვაჭრობისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყო. მიუხედავად ამისა, გარევაჭრობა მაინც გრძელდება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში