რიგები ბათუმისა და ფოთის პორტებში

01 ნოემბერი 2019, 18:07 676 ნახვა

დაახლოებით 50 პროცენტით გაზრდილი ტვირთბრუნვა ოქტომბრის თვეში ფოთის პორტში, ქვეყნის მასშტაბით კი საშუალოდ 40 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. გადამზიდავ კომპანიებს ტვირთის გასატანად რიგებში დგომა თვეობით უწევთ.

ნავსადგურში არსებულ მდგომარეობას ადმინისტრაცია გარე და შიდა ფაქტორებს უკავშირებს, ირწმუნებიან, რომ გამოწვევებს არსებული რესურსით გაუმკლავდებიან.

გარე ფაქტორებში სომხეთში დაგეგმილი ახალი რეგულაცია იგულისხმება, რის მიხედვითაც გამბაჟების ტარიფი იზრდება, ასახელებენ, ასევე პარკირების პრობლემას. ქვეყნის პორტებში არსებული რიგები დღეს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთ არგუმენტად იქცა, იმის დასამტკიცებლად, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა კრიტიკულად დაგვიანდა.

ქეთევან ჭყონია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი