დატბორილი ქუჩები, მაღაზიები, სახლები და ავტომანქანები

30 ოქტომბერი 2019, 20:25 1362 ნახვა

უხვმა ნალექმა ბათუმში ისევ შექმნა პრობლემები, ისევ დაიტბორა ქუჩები, სახლები, მაღაზიები, ეზოები. დაიტბორა ავტომანქანებიც, რაც დიდი ზარალია მოქალაქეებისთვის.

ახლა ვის აუნაზღაურებენ და რამდენით ზიანს ეს მუდმივმოქმედმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, მანამდე კი ისევ ჩნდება კითხვა - მუშაობენ თუ არა ეფექტიანად შესაბამისი სამსახურები?

რატომ ვერ ხერხდება წლების განმავლობაში მიმდინარე რეაბილიტაციის ფონზე ქალაქის დატბორვის თავიდან აცილება და რატომ იტბორება ის ქუჩებიც კი სადაც გზის კეთილმოწყობა უკვე დასრულებულია - პასუხები დღეს სხვათა შორის საკრებულოს უმრავლესობამაც მოითხოვა.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი