ამინდი, ბათუმი - აჭარაში ხვალიდან 3 ნოემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს

29 ოქტომბერი 2019, 09:59 4541 ნახვა

30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესება, წვიმა, დროგამოშვებით ძლიერი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ინტენსიურად ითოვებს.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, განსაკუთრებით აცივდება 2 ნოემბერს. მომდევნო სამი დღის საშუალო ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

აჭარის სანაპირო ზოლში ხვალიდან 3 ნოემბრამდე დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ძლიერად, 1 და 2 ნოემბერს ღამის საათებში მთიან ზონაში მოსალოდნელია თოვლი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე დაეცემა. ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალი ღელვა (შტორმი).

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში