მგალობლიშვილზე კარბამიდმა აშკარად იმოქმედა - რეზო ხარაზი დეპუტატზე 

28 ოქტომბერი 2019, 17:22 1434 ნახვა

"საქართველოში უამრავი საქმეა, რომელიც კიბერდანაშაულს ეხება და გაუხსნელია, სისტემა კი დაუცველი" - ასე ფიქრობს, ნაციონალური მოძრაობის წევრი რეზო ხარაზი, ქვეყანაში განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე. ამბობს, რომ უსაფრთხოების ნაწილში, როცა რუსული საფრთხეები დიდია, სახელმწიფო უნდა იყოს ადეკვატური.  

"ჰაკიმ ფაშას" ქვეყანაში კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლებელია" - ამბობს ხარაზი.  

რეზო ხარაზმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატას, ლადო მგალობლიშვილსაც უპასუხა. მმართველი გუნდის წევრმა დღეს თქვა, რომ კიბერშეტევა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა და "ეს მისი ვ​ირტუალურ დაბრუნება" იყო.  რეზო ხარაზი მიიჩნევს, რომ დეპუტატმა პირდაპირ ეთერში კარბამიდის ჭამის შემდეგ, სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რადგან მისი განცხადებები "მძიმდება". 

"ლადო მგალობლივშილმა უნდა შეიმოწმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კარბამიდის ჭამის შემდეგ, მისი განცხადებები მძიმდება და ალბათ შედეგი გამოიღო" - განაცხადა რეზო ხარაზმა. 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ლადო მგალობლივშილმა სამთავრობო, არასამთავრობო, მედია თუ კერძო გვერდების დაჰაკვასთან დაკავშირებით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების აკვიატებული იდეა უფრო გაუმძაფრდა.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში საიტების დიდ ნაწილზე შესვლა შეუძლებელი იყო, ხოლო მთავარ გვერდზე, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა ინგლისური წარწერით - "მე დავბრუნდები". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში