დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობსია და პროფესიული უნარების მოდულები - ტრენინგი პედაგოგებისთვის

27 ოქტომბერი 2019, 15:00 1460 ნახვა

მასწავლებელთა სახლში პედაგოგებს, დამრიგებლის საქმიანობის ხელშეწყობსია და პროფესიული უნარების მოდულებში  ორდღიანი ტრენინგი უტარდებათ. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ეს არის ერთ-ერთი შანსი დააგროვონ კრედიტქულები, რაც მათ სქემაში სტატუსის ასამაღლებლად სჭირდებათ.

რეფორმის თანახმად, 1 თებერვლიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს დროებითი ხელშეკრულება გაუფორმდებათ და მათ პოზიციებზე ვაკანსიები გამოცხადდება. პარალელურად, მასწავლებლები ემზადებიან საგნობრივი და სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება.

აჭარის განათლების ფონდში ტრენინგები 17 ნოემბერს სრულდება.  მასწავლებელთა სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენინგებზე განსაკუთრებული აქტიურობაა. ამ დროისთვის, ყველა ჯგუფი დაკომპელქტებულია და რეგისტრაციაც შეჩერებულია. მასწავლებლებს წლის ბოლომდე კრედიტქულების დასაგროვებლად ალტერნატიული გზა თემატურის წრეების, ასევე საკლუბო და სოციალური პროექტების მომზადება და მოსწავლეების კონკურსებისთის მომზადებაა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში