ტოკ-შოუს წამყვანი სტუმრის სტატუსით ზეწოლის ფაქტებს იხსენებს - "მინახავს სახელისუფლებო ზეწოლა სოსო სტურუაზე"

24 ოქტომბერი 2019, 23:54 3060 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტოკ-შოუს წამყვანმა, ირინა ყურუამ გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი განაცხადა, რადგან გადაცემის ერთ-ერთ სტუმართან, სოსო სტურუასთან ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სოსო სტურუა მმართველმა გუნდმა, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელა.

ირინა ყურუამ 2013 წელს, სოსო სტურუას ხელმძღვანელობის პერიოდი გაიხსენა, როცა ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი იყო: "მე მინახავს სახელისუფლებო ვერტიკალის ზეწოლა, მინახავს ჩემი თვალით ბატონო სოსო სტურუა ცუდ მდგომარეობაში, როცა მას სთხოვდნენ ხელისუფლებისთვის მოსაწონი რიგითობა ყოფილიყო საინფორმაციო გამოშვებებში. მე მინახავს ადამიანურად, ძალიან ცუდ დღეში მყოფი ადამიანი... მე არ მინდა განმეორდეს ის პერიოდი, რადგან სოსო სტურუას ხელმძღვანელობის პერიოდი აჭარის ტელევიზიასა და რადიოში იყო ურთულესი"...

"როცა ბატონი სოსო, გაცხადებული პრეტენზიით  ისევ მოდის მაუწყებელში და მას სამთავრობო ფრაქციაც უჭერს მხარს, მე მაღალ რისკებს ვხედავ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყოს სახელისუფლებო პოლიტიკის გაატარების მცდელობა" - განაცხადა ირინა ყურუამ ტოკ-შოუ  "სათქმელში".  

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში