ახალი სკვერი ბათუმში

01 მაისი 2025, 11:18 365 ნახვა
00:00
00:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი თამარის დასახლებაში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. რეკრეაციული სივრცის სამუშაოები ძმები ნობელების ქუჩაზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო 2600 კვ.მ ტერიტორია. გაკეთდა სანიაღვრე არხი და ველობილიკი.

დამონტაჟდა 25 ერთეული გარე განათების სიტემა, დაიგო საფარი, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები და სავარჯიშო ტრენაჟორები.

განახლდა მიმდებარე ტერიტორია და საპარკინგე ზონა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი