ქუჩებში ბეტონის ფილების შეცვლას მერია ჯერ არ გეგმავს

21 ოქტომბერი 2019, 20:05 330 ნახვა

ბათუმის მერიამ მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა და კეთილმოაწყო, მის გაგრძელებაზე არსებული გოგოლის ქუჩის მოწესრიგებას კი ისევ ვერ ახერხებს.

ეს ქალაქთან დამაკავშირებელი ალტერნატიული, მაგრამ საკვანძო ქუჩაა, შესაბამისად გოგოლის ქუჩით ყოველდღიურად ასობით მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების და ტრანზიტული სატვირთო ავტომობილის მძღოლები სარგებლობენ. ამ მონაკვეთში წლების წინ რკინა-ბეტონის ფილები დააგეს, რაც დიდი ხანია დაზიანებულია.

დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ხშირად ტრანსპორტის სხვადასხვა ნაწილის გაფუჭებასაც იწვევს. ზარალთან ერთად კი ირგვლივ მცხოვრებ მოქალაქეებს ხმაური, მტვერი და ტალახი აწუხებთ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში