ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების ხელმოუწერელი თხოვნა გადაუგზავნა

20 ოქტომბერი 2019, 12:15 146 ნახვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიუსელს „ბრექსითის“ გადავადების თხოვნით წერილი გადაუგზავნა, თუმცა ხელმოწერის გარეშე, - ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თხოვნას თან ერთვოდა მეორე, ჯონსონის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „ბრექსითის“ გადადება დიდი შეცდომა იქნება.

გუშინ ბრიტანეთის თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. დეპუტატ ოლივერ ლეტვინის მიერ შეტანილი ცვლილების სასარგებლოდ ხმა 322-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი კი 306 იყო. ბორის ჯონსონს კანონი ავალდებულებდა, რომ ევროკავშირისთვის გადავადების შესახებ თხოვნა შაბათს, ბრიტანეთის დროით 23:00 საათამდე გადაეგზავნა. კენჭისყრის შედეგების მიუხედავად ბორის ჯონსონი აცხადებდა, რომ ის ამ საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ გამართავდა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მან „ბრექსითის“ გადავადებაზე თხოვნა მიიღო. მისი თქმით, იმაზე, თუ რა რეაგირებას მოახდენენ წერილზე, ევროკავშირის ლიდერებთან იმსჯელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი