ოკუპანტები ატოცში უკანონო საზღვარს ავლებენ 

19 ოქტომბერი 2019, 20:30 1895 ნახვა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილიდან  განაახლეს. ოკუპანტებმა ადგილზე   ლითონის ბადეები მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი,   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა.

მათივე ინფორმაციით, გააქტიურდა ცხელი ხაზი  და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ბორდერიზაციის პროცესს, დღეს შეფასებები მოჰყვა სხვა უწყებების მხრიდანაც.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში