ირაკლი ბათიაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სასამართლო მოიგო

11 ოქტომბერი 2019, 18:46 317 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ  სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა. 

სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით -  3,600 ევროს გადახდა დააკისრა. საუბარია სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც ბათიაშვილის მიმართ 2006 წელს დაიწყო.

კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო.2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“, რომელსაც ამჟამად საქართელოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ხელმძღავნელობდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე შეაფასეს საქართველოში. ამ გადაწყვეტილებამ სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ გაასამართლა და სააკაშვილის რეჟიმს წერტილი დაუსვა,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ანრი ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოში ყოველთვის ქვეყნის ინტერესს იცავს. გიგა ბოკერია ბათიაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების გაკვეთილს უწოდებს ყველა ხელისუფლებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში