სანაპიროზე მაშველებმა 92 ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს

11 ოქტომბერი 2019, 12:07 1296 ნახვა

ასობით მოქალაქის გადარჩენილი სიცოცხლე  ზღვის სანაპიროზე - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2019 წლის სეზონი შეაჯამა. 

ბათუმისა და ქობულეთის   სანაპიროზე წელს მოქალაქეების უსაფრთხოებას 186 მაშველი იცავდა, მათ სეზონის განმავლობაში -  92 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. რაც შეეხება მთლიანად შავი ზღვის პლაჟებს, ამთლიან პერიმეტრზე 300-ზე მეტი მაშველი იყო დასაქმებული.

საერთო ჯამში,  300-ზე მეტი მოქალაქის  სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 92 არასრულწლოვანი იყო. განსაკუთრებული გამოწვევა იყო სანაპირზე დაკარგული ბავშვების პოვნა, ასეთი წელს 78 არასრულწლოვანი იყო.

დღეს სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით 4 მაშველი დააჯილდოვეს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში