აშშ თურქეთ-სირიის კონფლიქტზე რეაგირების სამ გზას განიხილავს

11 ოქტომბერი 2019, 10:45 2339 ნახვა

 

თურქეთმა სირიაში საჰაერო და სახმელეთო შეტევა 10 ოქტომბერს, დილით დაიწყო, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია მოჰყვა. სენატორები რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის, სამხედრო ინტერვენციების გამო, ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითხოვენ. 

აშშ პრეზიდენტმა კი ამბობს, რომ ამერიკას აქვს ამ კონფლიქტზე რეაგირების სამი გზა, მათ შორის ქურთ მებრძოლებსა და თურქებს შორის მედიაციის როლს არ გამორიცხავს. 

„ჩვენ სამი არჩევანი გვაქვს: ათასობით სამხედრო გავგზავნოთ და მოვიგოთ სამხედრო გზით, თურქეთს ფინანსურად დავარტყათ და დავუწესოთ სანქციები და მესამე, ქურთ და თურქულ ძალებს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ“, -წერს ტვიტერზე ტრამპი.

 

....We have one of three choices: Send in thousands of troops and win Militarily, hit Turkey very hard Financially and with Sanctions, or mediate a deal between Turkey and the Kurds!

— Donald J. Trump (@realDonaldTrump) October 10, 2019

 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თურქეთმა კარგად იცის მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით და აღიარებს, რომ ამერიკელ ხალხს რეგიონიდან ჯარების გაყვანა არ გაუხარდა. 

როგორ აისახება საქართველოზე ქურთ მებრძოლებსა და თურქებს შორის სამხედრო დაპირისპირება და სანქციები, თუ თურქეთს ამერიკა დაუწესებს... 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში