ნაზი ჯანეზაშვილსაც იგივე უნივერსიტეტის დიპლომი აქვს, რომელიც თადუმაძეს - მამუკა მდინარაძე

10 ოქტომბერი 2019, 10:53 347 ნახვა

გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით, გუშინ ოპოზიციის ნაწილს პარლამენტში რამდენიმე არგუმენტი ჰქონდა.

სადავო უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის კანდიდატის უნივერსიტეტში ჩაბარების თარიღი გახდა. სახალხო დამცველის აპარატის მოკვლეული მასალების მიხედვით, თადუმაძემ 1993 წელს ჩააბარა იმ უნივერსიტეტში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. 

პროკურორმა ამ ფაქტზე თქვა, რომ მან ექსტერნად ჩააბარა და ეს იყო 1994 წელი - "სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი; რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე; რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე..." - თქვა დათუმაძემ. 

კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, უნივერსიტეტის დასახელებას უკავშირდებოდა. თინა ბოკუჩავას მტკიცებით, შალვა თადუმაძემ უნივერსიტეტი 2003 წელს დაასრულა, თუმცა დიპლომში ის სახელია მითითებული, რომელიც 2012 წელს მიენიჭა უნივერსიტეტს. 

ამ არგუმენტის გაბათილება სცადა დღეს "ქართული ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ. დეპუტატმა  თქვა, რომ 2003 წელს აქვს ნაზი ჯანეზაშვილსაც დასრულებული უნივერსიტეტი და მასაც 2012 წელს მინიჭებული სახელი აქვს მითითებული. 

"გუშინ, მ ეპირდაპირ ეთერეში დავპირდი საზოგადოებას რომ მოვიძიებდი ფაქტებს და ჩვენ, მე და ანრი ოხანაშვილმა, ამ ბრალდების საპასუხოდ  გავიხსენეთ ასეთი კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაასრულა იგივე უნივერსიტეტი და დიპლომში 2012 წელს მინიჭებული სახელი აქვს დაფიქსირებული,  ეს კურსდამთავრებულ იყო ნაზი ჯანეზაშვილია. 

მე შემიძლია მედიას ვაჩვენო, ეს დიპლომი საჯაროა. ამის გამო, ქალბატონი ნაზის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ შეგვპარვია ეჭვი. მაშინ მან წარმოადგინა ეს დიპლომი და მას ჩვენ, ასევე ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. 

ანუ, ის არგუმენტი რომ 2012 წელს მინიჭებული სახელი, ვერ ექნება პირს დიპლომში მითითებული, რომელმაც 2003 წელს დაამთავრა სასწავლებელი, უკან უნდა წავიღოთ" - განაცხადა ნადირაძემ.   

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი