ძლიერმა ქარმა ორ სართულიან სახლს სახურავის ნაწილი დაუზიანა

07 ოქტომბერი 2019, 12:18 1633 ნახვა

ძლიერმა ქარმა ნინოშვილის 2 ნომერში ორ სართულიან სახლს  სახურავის ნაწილი დაუზიანა. ბარაკული ტიპის საცხოვრებელში 19 ოჯახი ცხოვრობს, პრობლემა  კი 4 ოჯახს შეექმნა.  მათგან ერთს მერია ქირით გაიყვანს ვიდრე სახურავი სრულად არ აღდგება.

მოსახლეობის განცხადებით, სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა, რის გამოც  მათი თქმით, ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამბობენ, რომ  ინვესტორი მერიისგან პასუხს ელოდება, მერია კი  მათი მტკიცებით, პროცესს აჭიანურებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში