ბათუმელმა მორაგბეებმა გორის "ჯიქი" დიდი ანგარიშით დაამარცხეს

07 ოქტომბერი 2019, 11:14 2663 ნახვა

სარაგბო კლუბი "ბათუმმა" გორის "ჯიქი" 32-3 დაამარცხა. მატჩი ბათუმში გაიმართა, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქე უშანსოდ დატოვეს, დიდი ანგარიშით დაამარცხეს და ბონუს ქულაც აიღეს. 

"დიდი 10"-იანის ცხრილში, ბათუმელი მორაგბეები 12 ქულით მე-4 ადგილს იჭერენ.

საქართველოს რაგბის ჩემპიონატი - "დიდი 10" ახლა დაიწყო, 4 ტური გაიმართა და პლეიოფამდე14 ტურია დარჩენილი.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში